.

მთავარი » 2013 » იანვარი » 5 » თუ ქართველი ხარ... ნ.კოლხი
17:51
თუ ქართველი ხარ... ნ.კოლხი

თუ ქართველი ხარ,რა საჭიროა 
ეს ცუდუბრალო მიეთ-მოეთი, 
თუ ქართველი ხარ_დარჩი ქართველად, 
თხემით ტერფამდე,ანით_ჰოემდი; 

თუ ქართველი ხარ,რისთვის გჭირდება 
სხვისი სკიპტრა და სხვისი მანტია, 
გახსოვდეს,ბევრი დაფნის გვირგვინი 
დამჭკნარა და ქარს დაუფანტია; 

მაგრამ,გახსოვდეს,იცოდე ისიც, 
რად დაგიჯდება ასე დარჩენა, 
სხვაგან ოქროთი მუჭს თუ უვსებენ, 
ჩვენში აჭრიან მაშვრალს მარჯვენას; 

ერთგულებისთვის სხვაგან ჯილდოა, 
ჩვენთან ჯვარცმა და გიჟის ხალათი 
და მაინც,მაინც თუ ხარ ქართველი , 
აღარ გაბედო რწმენის ღალატი_ 

...და დაიხარჯე, მაინც ,ბოლომდე, 
ბოლომდე შესვი შენი სასმელი, 
გემუდარები,დარჩი ქართველად, 
სულით და ხორცით იყავ ქართველი! 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 885 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]