.

მთავარი » 2013 » იანვარი » 3 » წუთისოფელი ნ.კოლხი
12:47
წუთისოფელი ნ.კოლხი

ვარდისფერ ნისლს ჰგავს წუთისოფელი, 
ერთხანს ნეტარი გზებით გატარებს, 
რაღაც საოცარ ნექტარით გავსებს, 
გულს მწუხარებას არ მოგაკარებს; 

და ვარდისფერი ზმანებით მთვრალი 
გულდაგულ ჩქმალავ მტანჯველ იარებს, 
ასე გგონია, შენმა ფეხებმა 
ვარდის ფურცლებზე გადაიარეს; 

მაგრა ოცნებას ვინც ადრე იწყებს, 
აუცილებლად ამთავრებს ადრე, 
გაიცრიცება თანდათან ბინდი 
და აზიდავენ ძეცისკნ ფარდებს; 

სულს შეგიშფოთებს სიცარიელე, 
ხელში შეგრჩება ეკლების კონა 
და აღმოჩნდება ტალახი მხოლოდ- 
ვარდის ფურცლები შენ რომ გეგონა. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 870 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]