.

მთავარი » 2013 » იანვარი » 4 » თეკლა არშბა
20:42
თეკლა არშბა

საწუთროვ გეყოს ცრემლები ხარკად, 
საკუთარ თავთან მარტოდ დამტოვე,
 ჩემეულ ღიმილს,ნაღველი ახლავს, 
მაგრამ ფიქრები არ მღალატობენ, 
მე მათი ძველი მეგობარი ვარ,
 მარტი გავიდა ისევ დარია, 
ზეცამ ჩაყლაპა,შავი ღრუბელი,
 მითხარი გულო რა გიხარია?
 რით მოგირჩინო თვალებზე ცრემლი? 
მე ხომ გრძნობათა ნასუფრალი ვარ, 
მარტი დაპირდა ხეებს ყვავილებს... 
და რა იხილეს დილით თვალებმა ტყემლებს და ატმებს ვით ქალიშვილებს,
 ბაგეს უწვავდა,მზის მხურვალება.
 წავა დამტოვებს ეს გაზაფხულიც, 
სითეთრეს წაშლის ბრმა მოგონება და ჩაუქრებათ თვალებს ალმური... 
შენი სახელი არ მეხსომება. 
მე უშენობით,ცოცხალ-მკვდარი ვარ.
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 828 | დაამატა: teklaarshba | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 teklaarshba  
0
უკაცრავდ რაღაც საოცრად გამომივიდა ტექსტი

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]