.

მთავარი » 2013 » იანვარი » 11 » სტატუსები მეგობრობაზე
14:53
სტატუსები მეგობრობაზე

❀ მეგობარი - ეს არის ერთი სული ორ სხეულში..
❀ ზოგი ამბობს,ბევრი მეგობარი მყავსო,არადა სიტყვა დაქალობას და მეგობრობას ვერ არჩევს ერთმანეთისგან .. :|
❀ თუ შენ იცოცხლებ 100 წელს,მე მინდა ვიცოცხლო 100 წელს მინუს 1 დღე,იმიტომ რომ არ მომიწიოს შენს გარეშე სიცოცხლე..
❀ ნამდვილი მეგობარი ისაა,ვინც მობრუნდება შენსკენ,როცა სხვები ზურგს შეგაქცევენ..
❀ მეგობრობა ჯანმრთელობას გავს:შენ იშვიათად აქცევ მას ყურადღებას,სანამ არ დაკარგავ.
❀ ყველას ესმის რასაც ამბობ,ყველა გისმენს როცა ლაპარაკობ..ნამდვილ მეგობრებს კი ესმით რატომ დუმხარ..
❀ თუ ყველა ჩემი მეგობარი გადახტება ხიდიდან,იმის მაგივრად რომ მეც გადავხტე,ხიდის ქვეშ დავდგები და მათ დავიჭერ..
❀ ჩემს წინ ნუ წახვალ,შეიძლება მე ვერ გამოგყვე უკან,უკან ნუ დამიდგები,შეიძლება მე ვერ გავხდე წინამძღვარი..იარე ჩემს გვერდით და იყავი ჩემი მეგობარი..
❀ მეგობარი ის არის,ვისაც ესმის შენი სულის სიმღერა და შეუძლია აგყვეს მაშინ,როცა სიტყვები გავიწყდება..
❀ ცუდი მეგობარი არ არსებობს,იგი შენს ჩრდილს გავს,რომელიც მზიან ამინდში სულ თან დაგყვება,ღრუბლიანში კი ვერსად იპოვი..
❀ თუ მეგობარი არ გეყოლება,იგულე თავი ცივ სამარეში,უმეგობრობა ისე ძნელია,როგორც გაბმული ჩიტი მახეში..
❀ მეგობარი-ეს არის ჩვენი ცხოვრების მანძილზე შეძენილი ყველაზე დიდი განძი,რომელსაც ვერ შეცვლის ვერანაირი შენაძენი..
❀ ჩვენ ადამიანები ვართ და ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანი,რომელიც გვერდში ამოუდგება,ამიტომ ბედნიერია ის,ვისაც ცხოვრებაში ნამდვილი მეგობარი უპოვნია..
❀ ვინც მეგობრობას გაგიწევს,მისი მოვალე ხარ,ვალი კი მეგობრობაში არ იწონება და არ ფასდება..მეგობრობა შეუფასებელია რადგან ვერანაირად ვერ გაზომავ მის ღირებულებას..
❀ როცა გყავს მეგობრები,არ აქვს მნიშვნელობა ისინი შენგან შორს არიან თუ ახლოს..ცოცხლები თუ მკვდრები,არც იმას აქვს მნიშვნელობა თითონ სად წახვალ,ყოველთვის შეგიძლია ისინი თან ატარო..შენი გულით..
 

❀ მეგობრობა – ერთმანეთის დაუსრულებელი აღიარება მგონია. მსგავსად სიყვარულისა, მისთვის ერთი სიტყვაც, ერთი შეხებაც კმარა. განშორება კი დანაკარგია, რომლის მერეც სინანულის ყრუ ტკივილი დაგყვება უკან
❀ მეგობარს არად უღირთ გამარჯვება, შენ თუ დამარცხდები 

❀ მეგობარს ვერასდროს ვერავინ შეცვლის
❀ მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ
❀ როცა თავს სულელად წარმოაჩენ, ნამდვილი მეგობარი ყოველთვის მიხვდება, რომ ეს შენი ჭეშმარიტი სახე არაა 
❀ ნამდვილი მეგობარი ყოველთვის შენი მეგობარი იქნება და არა მხოლოდ ლხენისას, არამედ გაჭირვებასიც
❀ მარტოობა ყველაზე ძნელი მაშინაა, როცა გულწრფელ მეგობარს ხარ მოკლებუ
❀ მეგობარი სწორედ მაშინ გიდგება გვერდში, როცა თითქოს მთელი სამყარო ზურგს გაქცევს
❀ მეგობარი არის ადამიანი, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ
❀ შენი მეგობრები შენი სიმდიდრეა, შენი მარგალიტი, ოქრო და ბრილიანტი
❀ როცა რაღაც სიგიჟემდე გიხარია, ვისთან გარბიხარ და ვის უზიარებ შენს სიხარულს?
❀ როცა შეცდომას უშვებ და ხრამთან დგახარ გაუთვალისწინებლად, ვინ მოდის და ვინ გიწვდის დახმარების ხელს?მეგობარი არასოდეს გეტყვის „ხომ გეუბნებოდი" მაშინაც კი, როცა მართლა გეუბნებოდა 
❀ მეგობრებს ისე მოექეცი, როგორც საკუთარ ნახატებს და თითოეულს შესაფერისი განათება მოუძებნე 
❀ ერთგული მეგობარი ნებისმიერ ქონებაზე მეტი სიმდიდრეა
❀ მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი. მასზე ძვირფასი განძი არც არსებობს- სიყვარულს თუ არ ჩავთვლით და სიყვარულიც მაშინაა ნაღდი, თუ მეგობრობა უდევს საფუძვლად
❀ მეგობრობა ურთულესი რამაა ასახსნელად: ის არც სკოლის საგანია და კერძოდაც ვერავისთან ისწავლი, არადა- მეგობრობის აზრი თუ არ იცი ჩათვალე, რომ ვერაფერი გისწავლია.
❀ მეგობარი ეს არის ის პიროვნება, რომელთანაც შეგიძლია თქვა რაც გინდა და არა ყველაფერი. იმისთვის, რომ დარწმუნდე ენდო თუ არა ბოლომდე უნდა იცნობდე დიდი ხანი და გამოსცადო გაგყიდის თუ არა 
❀ ო, რა შვებაა, ენით უთქნელი შვება მის გვერდით ყოფნა, ვისთანაც ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა არ გჭირდება; როცა ენაზე მომდგარ სიტყვას, საფიქრალს მას მიანდობ, ვინც სანდო ყურით გისმენს და სათნო ხელით ცრის: რაც ყურადღების ღირსი იყო, იმას იტოვებს, ფუჭი სიტყვების ანაცერს კი სიყვარულით სულს შეუბერავს და ქარს გაატანს
❀ ჭეშმარიტი ბედნიერება მეგობრების რაოდენობაში კი არაა, არამედ მათ სწორად შერჩევაში
❀ მეგობრობა ადამიანის სულისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია, როგორიც ხელოვნება და ფილოსოფია. ეს ბუნების წესია - გყავდეს მეგობარი და გადარჩე
❀ მეგობარი არის ის ვისაც ესმის შენი სულის მუსიკა და გეხმარება მაშინ, როდესაც ნოტები გავიწყდება

კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატუსები | ნანახია: 1751 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]