.

მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » სიმდაწყვეტილი გიტარა
13:37
სიმდაწყვეტილი გიტარა

სიმდაწყვეტილი ტირის გიტარა, 
ტოტდალეწილი ჭადარი კვნესის, 
შენ ამ ტკივილის არა გინდა რა, 
შენ ამ ტკივილის,აბა,რა გესმის?! 

მხოლოდ საკუთარ თავისთვის ცხოვრობ 
და ზურგით დაგაქვს შენი ნიჟარა, 
ნაყარ-ნუყარით აავსე სორო, 
შენ ამ ტკივილის არა გინდა რა! 

ტოტდალეწილი ჭადარი კვნესის, 
სიმდაწყვეტილი ოხრავს გიტარა... 
მე მათ მოვპარე ტკივილი_ლექსი, 
მე შენი განძის არა მინდა რა! 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 983 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]