.

მთავარი » 2013 » იანვარი » 1 » შიში ნ.კოლხი
19:58
შიში ნ.კოლხი

ფეხისგულებით გაცვეთილ მიწას 
ნაფეხურები მონის თუ გმირის 
ისევ ატყვია,ზეცა კი...ზეცა 
კვლავინდებურად იცინის,ტირის. 
ამწვანებს ზვრებს და ამწიფებს ხეხილს 
და გაზაფხულის შხაპუნა წვიმა 
ვერცხლის ზარივით ჰკიდია ყელზე, 
წკრიალებს,როგორც ოდესღაც,წინათ; 
ინახავს ხსოვნას დანგრეულ ტაძრის, 
დაქცეულ ციხის და ...საშველს ითხოვს, 
თავჩაქინდრული,მწუხარე ჯვარი 
ჩუმი ვედრებით დაჰყურებს მინდორს_ 
და წვიმის წკრიალს და ზეცის კამკამს, 
აქაც და იქაც,ღვიძილშიც,ძილშიც, 
მუდამ თან ახლდა და ახლაც ახლავს 
ყოვლისმომცველი არყოფნის შიში._ 
ამიტომ, სანამ ამ ქვეყნად ცხოვრობ 
და სამუდამოდ გიმუხთლებს ბედი, 

იმღერე თუნდაც სიცოცხლის ფასად 
და მოკვდი,როგორც დაჭრილი გედი. 
იჩქარე ,სანამ ცხოვრება გავა 
და დაბრუნდები გზად მყოფი შინვე, 
გახსოვდეს,ერთხელ ჰყვავის აგავა 
და ამის შემდეგ კვდება მაშინვე. 
უნდა ეცადო,სიცოცლით დაღლილს 
თან არავისი არ წაგყვეს ვალი, 
სჯობს სანთელივით დაიწვა ერთხელ, 
ვიდრე სულ მუდა გახრჩობდეს კვამლი. 
...და თუ ცხოვრების წუმპეში გავლილს 
ლაფი მოგეცხოს_გულს ნუ იხეთქავ: 
ცისკენ ასწიე ამაყად თავი,_ 
მზე გაახმობს და ჩამოიბერტყავ. 

ნ.კოლხი 

მზე გაახმობს და ჩ ა მ ო ი ბ ე ტ ყ ა ვ!
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 874 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]