.

მთავარი » 2013 » იანვარი » 28 » სასიყვარულო ლექსების კრებული :)))
14:25
სასიყვარულო ლექსების კრებული :)))


მე არ გეძახი რადგან არ მაქვს ამის უფლება, 
ისე, უბრალოდ მენატრება შენი თვალები..... 
ყველა და ირგვლივ ყოველივე შენ გელოდება 
ვიცი შენ ასე არასოდეს მოგენატრები..... 
არ დაგიძახებ... მე ვინ მომცა მაგის უფლებაა, 
უთქმელობისგან გული კვდება, სული მეხუთვის, 
ხელი მომეცი ხელის გულზე ჩემს გულს დაგიდებ,
არ დამიბრუნო !!! 
იგი მხოლოდ შენ ერთს გეკუთვნის.

........


ჩემთვის ვარსკვლავთა ციმციმი
შენმა თვალებმა შეცვალა,
ფიქრებში ისე გავერთე,
ძილისთვის აღარ მეცალა.
წაართვი ყველას ადგილი,
ვისაც ჩემს გულში ეკავა,
მე სულ შენს ნახვას ვნატრობდი,
შენ კი არასდროს გეცალა.
არაფერია, დაგიცდი,ისედაც ბევრი გიცადე,
რატომ მიყვარხარ არ ვიცი,
როცა არ უნდა მიყვარდე.

.............


მე ჩავიკარგე დროის მკლავებში,
წამი უაზრო ნაბიჯებს დგამდა,
გზა მიდიოდა უცხო მხარეში,
გულს აუხდენელ ოცნების სწამდა.
გზადაგზა ფიქრი იხლართებოდა,
გადავუხსენი საკინზე მიწას,
ბევრჯერ იმედიც ისახებოდა,
ბევრჯერაც ავცდი სასურველ მიზანს.
დავუახლოვდი ზოგჯერ სიგიჟეს,
ნისლად ვედინე მწვერვალებს მთისას,
ვერ ვერეოდი დროის სიმკვირცხლეს,
ვგავდი ღამეში გაბნეულ სიზმარს.
ჩემმა ლექსებმა ცის კიდე დაწვეს
და მარტოსული ვმღეროდი ჩემთვის,
დროის ხარებმა დღეები დახნეს,
მე კი ჩემს აზრებს ყინულზე ვთესდი.
მერე სამყაროც იქცა სიჩუმედ,
თმებში ჭაღარაც შემომელია,
დამიმარტოვა ფიქრთა სიუხვემ,
ზოგჯერ სიტყვებიც შემომელია.
მე ჩავიკარგე დროის მკლავებში,
წამი უაზრო ნაბიჯებს დგამდა,
გზა მიდიოდა უცხო მხარეში,
გულს აუხდენელ ოცნების სწამდა.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1174 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]