.

მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » საშობაო ნ.კოლხი
15:54
საშობაო ნ.კოლხი

ამ შობის ღამეს, 
როცა ზეცა იხსნება წამით, 
როცა ღვთიურ ცეცხლს გარდმოგვივლენს 
კვლავაც უფალი, 
მოდით,ვისურვებთ,ქართველებო, 
ჩვენი ქვეყანა 
იყოს ძლიერი, 
ერთიანი, 
თავისუფალი! 

დაე,ეს ღამე 
გახდეს ერის გამთლიანების, 
ვისწავლოთ ღვთისგან მიტევება, 
მოძმის გატანა, 
შევუნდოთ ერთურთს... 
მტერს,მოშურნეს ნუ გავახარებთ, 
ნუღარ დავუთმობთ ასპარეზად 
მამულს სატანას! 

გავუღოთ ქრისტეს 
ფართოდ ჩვენი გულის კარები, 
სითბოს, 
სინათლის, 
სიყვარულის მათხოვრად ვიქცეთ, 
ნუღარ გავაკრავთ ისევ ჯვარზე 
ისედაც ჯვარცმულს, 
ნუ გავუყენებთ გოლგოთის გზას 
ისევ და ისევ! 

ნუ მოვიკვეთავთ, 
ნუ გავწირავთ ღვთის ხატად შექმნილთ, 
ნუ ავატირებთ ქართლის დედას, 
დარდით გალეულს, 
ნუ განვიდიდებთ თავს საკუთარს, 
სხვას ნუ გავთელავთ, 
მივანდოთ უფალს_ 
თავად განსჯის მართალს,ბრალეულს; 

გულს ჩავიმარხოთ უფლის სიტყვა: 
,,კაცნო გიყვარდეს!...” 
ნუღარ ავყვებით ცხვრისტყაოსან 
მგელთა არაკებს, 
მაშინ უფალიც გადმოგვძახებს: 
,,აღსდექ,ლაზარე!”_ 
და ღვთისმშობელიც თავის კალთას გადმოგვაფარებს. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 927 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]