.

მთავარი » 2013 » იანვარი » 30 » საინტერესო და ლამაზი სტატუსები
18:23
საინტერესო და ლამაზი სტატუსები


1) ამ ქვეყნიდან წასული ადამიანი მანამ ახსოვთ, სანამ მისი ნამოღვაწარი ახსენებს თავს.

2) ანტიკური ნაწერები არა მარტო სიძველით, არამედ სიბრძნითაც გვაოცებენ.

3) არ არის მნიშვნელოვანი, სხვები რას ამბობენ ჩვენს საქმიანობაზე, მთავარია, როგორია ჩვენი საქმიანობა.

4) არაბუნებრივი სიკვდილი რიგგარეშე სიკვდილია.

5) არავინაა ყოველთვის ერთნაირი.

6) არავინ იცის ბედნიერების ადგილსამყოფელი, ამიტომ ყველა ბრმად ეძებს მას.

7) არავინ იცის, რაც ყველამ იცის.

8) არავინ იცის ყველას აზრი ყველაფერზე და ამიტომაც ხშირია აზრთა გამეორება.

9) არავინ შეგიძულებს, თუ თავს არ შეაძულებ და არავინ შეგძულდება, თუ თავს არ შეგაძულებს.

10) არავის უთხრა ხმამაღლა ის, რაც საკუთარი თავისთვის ჩუმად არ გითქვია

11) მთელი ცხოვრება შეცდომებს ვნანობთ და მაინც ვცდებით ყოველ ნაბიჯზე

12) ძალდატანებული სიყვარული მხოლოდ იმ დრომდე გასტანს, ვიდრე ძალა ძალდამტანებლის ხელშია.

13) პირველი სიყვარული თავის დღეში არ არის ხოლმე უკანასკნელი, ხოლო უკანასკნელი კი ხშირად პირველია.

14) მიჯნურის სულს სხვის გულში აქვს ბინა.

15) ის მიდის ჩემგან ... მიდის შორს და მიდის უჩემოდ ... ატმის ყვავილებო დაფარეთ ბილიკები, გზა არ უჩვენოთ.
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატუსები | ნანახია: 1223 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]