.

მთავარი » 2013 » იანვარი » 31 » სად ვიპოვოთ ჩვენი მეორე ნახევარი?
18:13
სად ვიპოვოთ ჩვენი მეორე ნახევარი?


თითქმის ყველა ოცნებობს იპოვნოს თავისი მეორე ნახევარი. არსებობს რამდენიმე ადგილი პარტნიორის მოსაძებნად. მეორე ნახევრის პოვნა შესაძლებელია: ინტერნეტში, დასასვენებლად ყოფნის დროს, მეგობრების გარემოცვაში, კლუბში, სამსახურში.

ინტერნეტით გაცნობა

პლუსები: ზიხარ სახლში და მაუსზე თითის დაჭერით თავისუფლად ირჩევ პარტნიორს. გარდა ამისა, ინტერნეტით უფრო ადვილია როგორც ურთიერთობა ასევე ამ ურთიერთობის გაწყვეტა.

მინუსები: ვირტუალური ურთიერთობა კარგია, თუმცა რეალური სჯობს. ყველა ინტერნეტ-ნაცნობობა შესაძლებელია რეალურ ურთიერთობაში არ გადაიზარდოს. ამასთან დიდია იმის შანსიც, რომ პარტნიორი გატყუებდეთ და ისეთი სულაც არ იყოს, როგორიც ლამაზ ფოტოზე ჩანს. ბევრს არასრულფასოვნების კომპლექსის გამო შეხვედრის ეშინია.

დასკვნა: ინტერნეტით პარტნიორის მოძებნა კარგია, თუმცა ეს უფრო დამატებითი საშუალებაა, ვიდრე ძირითადი ხერხი ამ მიზნისთვის.

პარტნიორის მოძებნა დასვენების დროს

კურორტი, ზღვა, პლაჟი...ასეთ დროს ბევრი ზღვაზე მხოლოდ დასასვენებლად არ მიდის. ზღვაზე დასვენება ბევრისთვის პარტნიორის პოვნისთვის საუკეთესო დროა. თუმცა საზაფხულო რომანს შესაძლოა არასასიამოვნო გაგრძელება მოჰყვეს. ხშირ შემთხვევაში ასეთი რომანი შვებულების დასრულებისთანავე მთავრდება. თუმცა, რასაკვირველია გამონაკლისებიც არსებობს.

მეგობრების გარემოცვაში

ფსიქოლოგები ამბობენ მეგობრების გარემოცვაში პარტნიორის პოვნა ყველაზე კარგია. მეგობრების გარემოცვა, მშვიდი გარემო, ყველას უყვარხართ და ყველა გიყვართ... და როგორღაც ხვდებით, რომ ის ბიჭი, ან გოგო ძალიან მოგწონთ. თუმცა ერთი დაბრკოლება აქაც არის. ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ საჭირო დროს საჭირო გარემოცვაში აღმოჩნდება ის, ვისაც ეძებთ.

კლუბში გაცნობა

კლუბი გაცნობისთვის გავრცელებული ადგილია. აქ ძირითადად ახალგაზრდები იკრიბებიან. სტატისტიკის მიხედვით, კლუბური ნაცნობობა ყველაზე ხანმოკლეა. ეს ალბათ ასაკის გამო ხდება. ახალგაზრდა უფრო „ჩქარა" ცხოვრობს.

სამსახურში

სულაც არ არის მარტივი საქმე, რომ სამსახურში შენი გულის სწორი იპოვნო. უკვე ჩამოყალიბებულ კოლექტივში რთულია ახალი ადამიანი აღმოაჩინო. იმ შემთხვევაში თუ გამოჩნდება ახალი თანამშრომელი ან თქვენ გადახვალთ ახალ სამსახურში, მაშინ კიდევ არის შანსი. მაგრამ გამოკითხვები აჩვენებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ წყვილს იდეალური ურთიერთობა აქვს, ყველაზე ნაკლებად მათ ის უნდათ, რომ ერთად მუშაობდნენ.
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები | ნანახია: 1025 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]