.

მთავარი » 2013 » იანვარი » 5 » როცა მოდიხარ... ნ,კოლხი
18:12
როცა მოდიხარ... ნ,კოლხი

როცა მოდიხარ,როგორც ვეშაპი, 
ამირანობა მსურს შევიფერო, 
მე შემწევს ძალა გულზე დაგადგე, 
ეცადო,მაგრამ ვერ მოგინელო. 

როცა მოდიხარ,როგორც ციკლოპი, 
მსურს ოდისევსის ხერხი ვიხმარო_ 
მოვფხიკო მთელი ძალი და ღონე, 
ერკემალივით გადავიფარო. 

მაგრამ...მოდიხარ როცა ლაქუცით, 
მელიის მსგავსი ზნით და ფანდებით, 
უკვე არ ვიცი, როგორ გეომო_ 
უმწეოდ ხელებს ვწევ და...გბარდები, 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1083 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]