.

მთავარი » 2013 » იანვარი » 24 » როცა მინატრებ მიშიკო ხალიჩაშვილი
15:13
როცა მინატრებ მიშიკო ხალიჩაშვილი

როცა მინატრებ,ჩემი სახელი
ჩუმად დაწერ ფანჯრის მინაზე,
მომაგონდება თვალებახელილს_
შენი მზერა და შენი სინაზე.
ზეცას ოცნებას გული დაპირდა,
ისევ დავხუჭე ბნელი თვალები,
ისევ იწვიმებს_ღამის ნაპირთან
აიშლებიან ზამთრის ქარები.
ახლა კოშმარებს ვეღარ აცდები,
კვიცი ეოსთან ისევ ირაშებს,
თუმცა ღამეა_ჩემი განცდები
ეხმიანება უცხო მირაჟებს.
აღარ მაწვალებს ფიქრი ყოფილი_
ნუღარ მოცელავ სევდის ყვავილსო,
დამგლოვიარდა მთვარის პროფილი
გულის სამარე გლოვით აივსო.
როცა მინატრებ,ჩემი სახელი
ჩუმად დაწერე ღამის მინაზე,
მომაგონდება თვალებახელილს,
შენი მზერა და შენი სინაზე.

(დაამატა ნ.კოლხმა)
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1151 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]