.

მთავარი » 2013 » იანვარი » 27 » რჩევები, უკეთესად რომ ვიცხოვროთ
19:24
რჩევები, უკეთესად რომ ვიცხოვროთ

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა იმისათვის, რომ უკეთესად ვიცხოვროთ, ყოველდღიურად გასათვალისწინებელი რჩევების ნუსხა შეიმუშავეს, კერძოდ:

1. არასდროს უთხრათ ადამიანებს უარი დახმარებაზე და ეს დიდი სიამოვნებით გააკეთეთ.

2. ხშირად გაიხსენეთ საყვარელი ლექსი, ან სიმღერა.

3. როდესაც ამბობთ: „მე შენ მიყვარხარ," სიმართლე თქვით.

4. როდესაც ამბობთ: „მე ვნანობ," ადამიანს თვალებში უყურეთ. 

5. არასდროს დასცინოთ სხვის სიზმრებსა და ოცნებებს.

6. კონფლიქტის დროს პატიოსნად და ღირსეულად იბრძოლეთ.

7. არ შეაფასოთ ადამიანი მისი ნათესავების მიხედვით.

8. ილაპარაკეთ ნელა, მაგრამ იაზროვნეთ სწრაფად

9. როდესაც ისეთ რამეს გეკითხებიან, რაზეც პასუხის გაცემა არ გსურთ, ღიმილით ჰკითხეთ: „რატომ გინდათ იცოდეთ ეს?"

10. დაურეკეთ დედას.

11. არ დაუშვათ, რომ პატარა წყენამ დიდი მეგობრობა დაგაკარგვინოთ.

12. თუკი გრძნობთ, რომ შეცდომა დაუშვით, მაშინვე გამოასწორეთ.

13. გაიღიმეთ ტელეფონის ყურმილის აღებისთანავე. ის, ვინც გირეკავთ, ამას ხმის ტემბრის მიხედვით იგრძნობს.

14. ზოგჯერ განმარტოვდით.

15. ეცადეთ ცვლილებებს ისე შეეგუოთ, რომ ღირსებები არ დაკარგოთ.

16. გახსოვდეთ, ზოგჯერ დუმილი საუკეთესო პასუხია.

17. გიყვარდეთ მიწა და ხშირად მოეფერთ მას.

18. ილოცეთ, ლოცვაში უდიდესი ძალაა.

19. არ ჩაერიოთ სხვის საქმეში.

20. არასდროს ენდოთ მამაკაცს, ან ქალს, რომელიც კოცნისას თვალებს არ ხუჭავს.

21. ისწავლეთ წესები და ზოგჯერ დაარღვიეთ კიდეც.

22. მშვენიერია, როდესაც გიყვართ ერთმანეთი, მაგრამ უფრო კარგია, როდესაც ერთმანეთს სჭირდებით.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ტესტები | ნანახია: 1769 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 1
1 nona  
0
me vici rac unda miscee :D zalian zalian giyvars anu :D

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]