.

მთავარი » 2013 » იანვარი » 11 » რაც უფრო შორს ხარ… გალაკტიონ ტაბიძე
12:56
რაც უფრო შორს ხარ… გალაკტიონ ტაბიძე


რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები! 
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი. 
ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი, 
მიუწვდომელი – როგორც ედემი. 
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, - 
მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე! 
ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების 
თეთრ ანგელოზად ევლინებოდე. 
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით, 
ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული - 
ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა 
და სიყვარულის დღესასწაული. 


კატეგორია: ♥ქართ. ცნობილი პოეტები | ნანახია: 1186 | დაამატა: anano | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]