.

მთავარი » 2013 » იანვარი » 1 » ყველანი ვყოფილვართ ზღვის სანაპიროზე
13:10
ყველანი ვყოფილვართ ზღვის სანაპიროზე

ყველანი ვყოფილვართ ზღვის სანაპიროზე, კენჭები გვიკრეფია დიდხანს...
გადაგვირჩევია და გადაგვიყრია, ულამაზოა გვითქვამს...
მაინც რა ვყოფილვართ ადამიანები ცხოვრებას კენჭებივით ვსინჯავთ...
ზოგჯერ გულწრფელი სიყვარულისთვის ხელი უმიზეზოდ გვიკრავს
და როცა მიზეზს გვეკითხებიან...ულამაზოა-გვითქვამს...


არ გაინტერესებს სიყვარულის ავტობიოგრაფია? სახელი- სიყვარული, ასაკი -არ აქვს, მშობლები -სიკვდილი და სიცოცხლე, მისამართი -ადამიანის გული, ფერი-გამჭირვალე, მტრები:ეჭვი, ღალატი და სიამაყე; ჰობი -ადამიანის გულის დაპყრობა, მეგობრები-ტანჯვა, ცრემლი და სიხარული, ცხოვრებისეული დევიზი-მე შენ მიყვარხარ! მიზანი- ბედნიერება


ზამთარი და უსასრულო მარტოობა, 
ისევ ისე უნუგეშოდ თოვს, 
ტყუილია ზოგჯერ მხოლოდ გვეჩვენება, 
რომ ყველაფრის მკურნალია *დრო* 


როცა მოწმენდილ ცაზე იწვიმებს, 
ბაგეს ეხება წვიმის წვეთები, 
ხელი შეახე თორემ იტირებს 
ეგ წვიმა მე ვარ და გეფერები!

ხანდახან ისე მომენატრები 
გულში წვეთებად ცრემლები ცვივა 
მომენატრები და ავტირდები 
რადგან შორსა ხარ და გული მტკივა

კატეგორია: ♥უცხოელი პოეტები | ნანახია: 1244 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]