.

მთავარი » 2013 » იანვარი » 1 » პოეტი ნ.კოლხი
19:20
პოეტი ნ.კოლხი

ამოუხსნელი ცხოვრება შენი, 
ხან ბობოქარი და ხანაც მშვიდი, 
ხან ასაფრენად მზად მყოი ფრთები, 
ხანაც უფსკრულზე ჩამწყდარი ხიდი_ 

მაინც მიითრევს დარალულ ფეხებს 
და მაინც მიდის როგორც ენება 
და სულ ერთია მისთვის,შენს გრძნობებს 
სწურავ თუ არა სიტყვის მტევნებად; 

და როცა სულში სიჩუმეც რეკავს 
და როცა გული შხამით გევსება_ 
კარჩაკეტილი ცხოვრება შენი 
მას ამოანთხევს ხმებად,ლექსებად; 

და ეს ლექსები არხევენ სიმებს 
და მერე რისხვით რეკენ ზარები, 
შენს დაწყლულებულ მეხსიერებას 
თითქოს ჰკურნავენ ამ აღსარებით; 

მიუყვებიან მხარდამხარ ქარებს 
და საოცარი ლურჯი სხივებით 
ალღობენ ყინულს,რომ შიგნით,სულში, 
აღმოაცენონ ია-იები. 

დნება ყინული და ზღვად გროვდება, 
ზღვა მაინც ზღვაა_ერტხანს ისარებს 
და მერე თრთოლვით,და მერე კრძალვით, 
ფეხქვეშ დაგიყრის ზღაპრულ ნიჟარებს. 

მთელი ცხოვრება ეძებ მარგალიტს 
და შენი გულიც ძალუმად ფეთქავს, 
ბედნიერ ხარ თუკი იპოვი და იტყვი: 
აი,ეს უნდა მეთქვა! 

ნ.კოლხ’
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 854 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]