.

მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » ნეკროლოგის მაგივრად ნ.კოლხი
13:13
ნეკროლოგის მაგივრად ნ.კოლხი

ოდესღაც ფრთები გამოიგონე, 
მაინც მიწაში ჩაგრჩა ფესვები, 
რასაც ეძებდი,ვეღარ იპოვნე 
და მწვერვალიდან დაბლა ეშვები; 

ყოფნა ყოფილა უძირო ქვევრი_ 
ვეღარც ძღება და აღარც ივსება, 
ისე დატოვებს ქვეყანას ბევრი, 
რომ სულის მოთქმა არ ეღირსება; 

გახდები მტვერი(იყავი კაცი), 
განა იმისთვის წვალობდი ამდენს, 
რომ გშურდეს ბედი პაწია მარცვლის_ 
ერთს მარხავენ და უამრავს ბადებს! 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 820 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]