.

მთავარი » 2013 » იანვარი » 3 » * * * ნ,კოლხი
11:44
* * * ნ,კოლხი

არის დღეების წყება, 
როცა ვერ ვუძლებ ტკივილს, 
სული დაიწყებს შფოთვას, 
სული დაიწყებს კივილს; 

ვწყვეტ ტკივილების ასხმას 
და წამომცდება ხშირად: 
_ქვეყანა არ ღირს ყოფნად, 
ცხოვრება არ ღირს ჩირად!.. 

ამ დროს მოსკდება ქარი 
და დაერევა...ოხრებს 
ისევ უკანვე მომაყრის 
როგორც ქარნაყარ ფოთლებს; 

მერე ჩადგება,როცა... 
და გადაიღებს თავსხმა_ 
კვლავ ჩემს ტკივილებს ვაგროვებ 
და მოთმინებით ვასხამ.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 809 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]