.

მთავარი » 2013 » იანვარი » 3 » * * * ნ.კოლხი
10:52
* * * ნ.კოლხი

შემოდგომაზე მოცახცახე ფოთლებთან ერთად 
უჩუმრად ვკვდები 
და გაზაფხულზე ვცოცხლდები ისევ. 
თეთრი და სუფთა ზამთარი კი 
ის ფურცელია, 
რომელიც ჩემი ცხოვრების წიგნში 
გამორჩენია უცნობ გადამწერს 
დაათასგვარ საფიქრალს მიჩენს_ 
და მე ვასწორებ უნებლიე შეცდომას მისას, 
ვიღებ კალამს და ვასველებ სისხლით, 
ზამთრის ცივსა და თეთრ ღამეებზე, 
როგორც ფურცელზე, 
ვაჯამებ ჩემი ცხოვრების დღეებს- 
გამოხუნებულს 
და გათანგულს ზაფხულის სიცხით. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1005 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]