.

მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » მშვენიერება მიდამოს გასცდა
17:33
მშვენიერება მიდამოს გასცდა

მშვენიერება მიდამოს გასცდა,
სულში მაყრია იაგუნდები
და თუ შენ მუდამ გემახსოვრები,
ოდესმე მაინც დაგიბრუნდები.
შენი სისავსე სულს მიფერადებს,
გვიმრის სურნელმაც უკვე დამათრო,
დღეს ოცნებასთან ვიყოფ სარეცელს
და ამ ოცნებამ როგორ გამათბო.
მთებზე ასხმულან თოვლის მძივები,
სამყარო მოჰგავს ჭრელ ცისარტყელას,
ვერ მოვიძიე მაინც სიტყვები
და თვალზე ცრემლიც ნელ-ნელა ჩნდება.
აქ ყველაფერი ზღაპარს წააგავს,
ბავშვობის წლებთან ჩავკიდე ხიდი
და აღარ მინდა რომ დრომ წამართვას,
რასაც განვიცდი და რასაც ვქმნიდი.
შენი ანკარა წყარო შემისვამს,
შემოვიარე მთელი დუნიაც,
რამდენი ლექსი შენზე შემითხზავს,
შენ შემოგევლე ჩემო გურია.
მშვენიერება მიდამოს გასცდა,
სულში მაყრია იაგუნდები
და თუ შენ მუდამ გემახსოვრები,
ოდესმე მაინც დაგიბრუნდები..
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1050 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 n.kolxi  
0
lamazi leqsia,gulwrfeli da nagrznobi!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]