.

მთავარი » 2013 » იანვარი » 3 » მოვა ზამთარი ნ.კოლხი
11:25
მოვა ზამთარი ნ.კოლხი

ამაღამ მთვარე ისე ელავს, 
როგორც ტალკვესი 
და ვარსკვლავებიც ღრმად ურტყამენ 
თითქოს ,,ნაფაზებს”, 
ყინვით დატენილ ჩიბუხიდან 
ცეცხლი გაკვესავს, 
გალოკავს სივრცეს და მოხატავს 
ზღაპრულ დარბაზებს; 
ვარსკვლავებიდან გამოსწურავს 
ღამე ალიონს, 
მოვა ზამთარი- 
ფეხს მოირთხამს და დაიბუდებს, 
თეთრი ხელებით გადმობერტყავს 
ჩამქრალ ყალიონს 
და ფერფლს მოაფრქვევს დედამიწის 
გაყინულ უბეს. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 859 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]