.

მთავარი » 2013 » იანვარი » 2 » მოდის ზამთარი ნ.კოლხი
21:55
მოდის ზამთარი ნ.კოლხი

მოდის ზამთარი,მოდის ზამთარი, 
და შიშველ ტოტებს,როგორც ქიმერებს, 
მიაქვთ სითბო და მიაქვთ სინაზე, 
მოაქვთ თოვლი და მოაქვთ სიბერე; 

სულ სხვას ვეძებდი,სულ სხვა მინდოდა, 
რაღაც უჩვევი,რაღაც ზღაპრული, 
სანაცვლოდ შემრჩა თვალთა სისველე, 
სულიდან ქარით ამოხაპული. 

ვიცი დაგკარგე,მესმის დაგკარგე, 
მაინც ვერ გთმობ და მაინც გიგონებ 
და შენზე ფიქრით და შენზე დარდით, 
შენზე წუხილით ვავსებ სტრიქონებს. 

და სანამ...სანამ მოვა ზამთარი 
და ჩემს საფლავსაც დაფარავს თეთრად, 
მინდა მჯეროდეს,რომ ჩემში ცოცხლობ 
და ჩვენ ოდესღაც მოვკვდებით ერთად. 

მოდის ზამთარი,მოდის ზამთარი 
და შიშველ ტოტებს,როგორც ქიმერებს, 
მუდამ დღითი დღე მიაქვთ სიცოცხლე, 
მუდამ,დღითიდღე მოაქვთ სიბერე. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1163 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]