.

მთავარი » 2013 » იანვარი » 4 » მე სიყვარულზე როგორ ვიმღერო ( ნ.კოლხი)
16:16
მე სიყვარულზე როგორ ვიმღერო ( ნ.კოლხი)

ჩუმი შრიალი მოაწყდა სარკმელს 
და ჩამისახლდა სულში ფარულად, 
ასე მეგონა,შენ თუ დაბრუნდი, 
ეს გაზაფხული შემოპარულა. 

ცა არის ისევ ჩუმი და ლურჯი 
და იდუმალი შუქი დილისა, 
მაგრამ ლექსებად აღარ იღვრება, 
თითქოს დაკარგა ლექსმა თილისმა. 

მშვიდობით...ნუღარ დამემდურები, 
ხედავ,ჩამქრალა ჩემი მზე რაკი... 
მე სიყვარულზე როგორ გიმღერო, 
როცა შხამს მასმევს ჟამი ვერაგი. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 847 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]