.

მთავარი » 2013 » იანვარი » 12 » მე მუდამ ჩემი სამყარო მქონდა ნ.კოლხი
00:19
მე მუდამ ჩემი სამყარო მქონდა ნ.კოლხი


მე მუდამ ჩემი სამყარო მქონდა,
სულ სხვა თვალებით შემოხაზული,
სულ სხვანაირი ნიავი ქროდა,
სულ სხვანაირი მქონდა წარსული.

უწყალო სევდა დაჭრილ არწივის
არც ახალია და არც ძველია,
ეს ყველაფერი არის მარტივი
და ყველაფერი მაინც ძნელია;

გრძნობები გულში გავლილი მწკრივად,
უნდა შეძლო და მობოჭო მუჭით,
რა ვუყოთ,თუკი გიჭირს და გტკივა,
ხან კაცს კი არა ღმერთსაც კი უჭირს;

და თუ ვაწყდებით დაგმანულ კარებს,
უნდა გავუძლოთ,გულო,ტიალო,
გავიდეთ,გავყვეთ მოვარდნილ ქარებს,
შეუცნობელში სახეტიალოდ!

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 879 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]