.

მთავარი » 2013 » იანვარი » 9 » მარადილი ოცნება ნ,კოლხი
19:07
მარადილი ოცნება ნ,კოლხი

ხარ ამირანის ფიცხი თეთრონი 
და ტარიელის შავრა ქებული, 
ხარ კოჭლი მგოსნის ფიცხი მერანი, 
ბედის წინაშე ამბოხებული. 

შენ ხარ არსენას ფეხმარდი ლურჯა, 
მოძმის საშველად ტყეში გაჭრილი, 
შენა ხარ ზაქროს ქურანა ცხენი, 
კუდიგორასთან ფაფარაშლილი; 

გალაკტიონის ლურჯა ცხენი ხარ, 
მზისკენ მსრბოლავი,ცადაფრენილი, 
ხარ სალამურა)თეთრ ალავერდთან 
ყალყზე შემდგარი,ყელმოღერილი... 

კაცობრიობის შენ ხარ ოცნება 
და ამ ოცნებას არა აქვს ბოლო, 
შენ ყველა დროში ერთი ხარ მარად, 
სახელებს იცვლი მხოლოდ და მხოლოდ<
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 919 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]