.

მთავარი » 2013 » იანვარი » 3 » ლექსი ნ.კოლხი
11:16
ლექსი ნ.კოლხი

მე ჩემებურად ვდარდობ და მიყვარს 
და ჩემებურად ვხედავ და მესმის, 
მე ვიცი,როგორ ჩამოდის ციდან 
და პერანგივით მეხვევა ლექსი. 

მე საკუთარი ცხოვრებით ვცხოვრობ 
და საკუთარი სიკვდილით ვკვდები, 
თუ გოლგოთაა ჩემთვის სამშობლო- 
პარნასიც არის სამშობლოს მთები. 

მე ჩემებურად მწამს ჩემი ღმერთი 
და უკვდავებაც მწამს ჩემებურად, 
ალბათ ,ამიტომ,ჩემს სავალ გზაზე 
შუქიც იდგა და ნისლიც ებურა; 

და როცა მიჭირს...და მტკივა როცა 
და ზამთრის ცივი სისინი მესმის, 
როგორც დობილი,ჩამოდის ციდან, 
და პერანგივით მეხვევა ლექსი. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 964 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]