.

მთავარი » 2013 » იანვარი » 30 » ლამაზი სტატუსები მეგობრობაზე
18:28
ლამაზი სტატუსები მეგობრობაზე


1) მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი. მასზე ძვირფასი განძი არც არსებობს- სიყვარულს თუ არ ჩავთვლით და სიყვარულიც მაშინაა ნაღდი, თუ მეგობრობა უდევს საფუძვლად

2) მეგობრობა ურთულესი რამაა ასახსნელად: ის არც სკოლის საგანია და კერძოდაც ვერავისთან ისწავლი, არადა- მეგობრობის აზრი თუ არ იცი ჩათვალე, რომ ვერაფერი გისწავლია.

3) მეგობარი ეს არის ის პიროვნება, რომელთანაც შეგიძლია თქვა რაც გინდა და არა ყველაფერი. იმისთვის, რომ დარწმუნდე ენდო თუ არა ბოლომდე უნდა იცნობდე დიდი ხანი და გამოსცადო გაგყიდის თუ არა

4) ო, რა შვებაა, ენით უთქნელი შვება მის გვერდით ყოფნა, ვისთანაც ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა არ გჭირდება; როცა ენაზე მომდგარ სიტყვას, საფიქრალს მას მიანდობ, ვინც სანდო ყურით გისმენს და სათნო ხელით ცრის: რაც ყურადღების ღირსი იყო, იმას იტოვებს, ფუჭი სიტყვების ანაცერს კი სიყვარულით სულს შეუბერავს და ქარს გაატანს

5) ჭეშმარიტი ბედნიერება მეგობრების რაოდენობაში კი არაა, არამედ მათ სწორად შერჩევაში

6) მეგობრობა ადამიანის სულისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია, როგორიც ხელოვნება და ფილოსოფია. ეს ბუნების წესია - გყავდეს მეგობარი და გადარჩე

7) მეგობარი არის ის ვისაც ესმის შენი სულის მუსიკა და გეხმარება მაშინ, როდესაც ნოტები გავიწყდება

8) მეგობარი არასდროს გეტყვის "ხომ გეუბნებოდი" მაშინაც კი, თუ მართლა გეუბნებოდა...

9) განსაცდელში შობილი მეგობრობა ნაწრთობია.

10) ბუნებისგან დაჩაგრული განა შესძლებს მეგობრობას?! მოშხამული ცივი გული სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას?!

11) იზრუნეთ სიყვარულზე, თუკი ის ორმხრივია. იზრუნეთ მეგობრობაზე, თუკი ის მართალია.

12) გამიღიმეთ და მერე გამჭორეთ,შემიშურეთ და მიმატოვეთ,დამანახეთ ადამიანები! ფიტულები უკვე დავინახე. შემომაყარეთ თვალებში სინამდვილე, შემომფიცეთ მეგობრობა და მერე გამყიდეთ.

13) მეგობრობა სწორედ იმ ბადეს ქსოვს ჯიუტად, ოდესმე მთელ მსოფლიოს რომ გადაფარავს.

14) ჭეშმარიტი მეგობრობა მაშინ იბადება, როცა ორ ადამიანს ერთად დუმილი სიამოვნებს.

15) მეგობრობა ეს ისეთი რამ არის, რომლის მსგავსიც ქვეყანაზე არ არის, ყველა ნივთის უქონლობას აიტან, უმეგობროდ თავს ვეღარსად გაიტან

16) მტრობა წყალზე უნდა დაიწეროს, რათა სწრაფად გაქრეს, მეგობრობა კი _ სპილენძზე, რათა მუდამ მტკიცედ იყოს დაცული.

17) „ბედნიერების ტაძრის მშენებლობაზე მეგობრობას კედლები აჰყავს, გუმბათს კი სიყვარული ქმნის".

18) არ დართო ნება პატარა კამათს დაგინგრიოს დიდი მეგობრობა.

19) მხოლოდ ადამიანებს შეგვწევს უნარი "ერთგულების ფიცი” ღალატით დავაგვირგვინოთ, მეგობრობა შევთავაზოთ და გავანადგუროდ, სიყვარული ავუხსნათ და მივატოვოთ.

20) მეგობრობა არის გრძნობის და აზრების შეთანხმება.
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატუსები | ნანახია: 20843 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 3.6/35
სულ კომენტარები: 7
7 მარიამი  
0
ახლახან დავკარგე ერთი მეგობარი თავის შეყვარებული ამჯობინა ამაზე რას იტყვიით?

6 salome  
0
kargi megobari shen gadagarchens da tavs daigupavs...........shens tkivilsaa tu sxarls gaiziarebs

5 gio  
0
namdvili megobari isa visac tval daxuchuli endobi

4 ფიქრია  
0
ნამდვილი მეგობარი ის არის ის, ვინც შენთანაც შენი და სხვასთანაც შენი

3 მარიამი  
0
ბავშვობის მეგობარი რომ გაგცვლის სხვაში ამაზე რას იტყვით

2 თამუნა  
0
მართლა ერთმა კამათმა დამინგრია მეგობრობა :))

1 თამუნა  
0
მართალი არის აქ რაც წერია ყველაფერი :))

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]