.

მთავარი » 2013 » იანვარი » 11 » ქორი ნ.კოლხი
23:49
ქორი ნ.კოლხი

დრო ყინულივით თანდათან დნება,
მწვერვალებისკენ მიფრინავს ქორი,
სადღაც,ჭაობში,უჩუმრად ლპება
ჯერ გაუშლელი ვარდის კოკორი.

ლურჯ სათიბებში ყვავის გვირილა
და მარტოობის სევდა ეული,
ხარ დაჩოქილი,ხარ და ტირიხარ
და არ გასვენებს დარდი წყეული:

,,_ჟანგმოდებული და მძიმე თორი
სუსტმა სხეულმა ვეღარ აზიდა!..”
და შურით უმზერ,დამცხრალი ქორი,
როგორ ბრუნდება შორეულ გზიდან.

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 847 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]