.

მთავარი » 2013 » იანვარი » 31 » ქალები, რომლებიც ყავას ხშირად მიირთმევენ დეპრესია არ ემუქრებათ
18:18
ქალები, რომლებიც ყავას ხშირად მიირთმევენ დეპრესია არ ემუქრებათ


ამერიკული მედიცინის ასოციაციის ჟურნალი ამერიკელი მეცნიერების ახალ კვლევას აქვეყნებს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქალები, რომლებიც დღეში რამდენიმე ჭიქა ყავას სვამენ ნაკლებად დეპრესიულები არიან.

კვლევას, რომელშიც მონაწილეობას 50 ათასი მედდა იღებდა, ამერიკელი მეცნიერები 10 წლის განმავლობაში ატარებდნენ. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ის ქალბატონები, რომლებიც დღეში არანაკლებ 4 ჭიქა ყავას მიირთმევდნენ, დეპრესიის რისკს 20 % ამცირებდნენ.

მეცნიერები თვლიან, რომ კოფეინი ტვინის უჯრედებს ტოქსინებისგან იცავს, რაც დეპრესიისკენ მიდრეკილებას ამცირებს.
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები | ნანახია: 925 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]