.

მთავარი » 2013 » იანვარი » 3 » ,,იწილო-ბიწილო” ნ.კოლხი
11:35
,,იწილო-ბიწილო” ნ.კოლხი

გულმა ვერ გაუძლო იწილო-ბიწილოს 
და სიტყვა ყინულივით დავძარი, 
ლამის თვალებიდან ცრემლებმა იწვიმოს_ 
აგვევსო კაცუნებით ტაძარი; 

როგორც გულივერი ზღაპრულ ქვეყანაში, 
დავალ,მათი ცქერით ვერთობი, 
ხედავ?ლამის არის თავზე აგვაცოცდნენ... 
მწერიც ხომ ძლიერია ერთობით?! 

,,სიტყვა-საქმიანი”, ,,საქმე-სიტყვიანი”?! 
სადღაა...იქცევა ქვეყანა, 
თევზივით პირს ვაბჩენთ,ისევ უხმოდ ვკუმავთ... 
მაშ,ვინღა გაგვიმარგლოს ეგ ყანა?! 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1077 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]