.

მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » იმედი
22:08
იმედი

რწმენა თუ მამაღლებდა, 
ტკივილი მცდიდა 
და ჩემი სამშობლო_ 
სულ ერთი ციდა; 
მეწვოდა მზისაგან 
სახე და ბეჭი, 
სულს კი...სულს მატლივით 
მიღრღნიდა ეჭვი: 
_რით მოველ, 
რით წავალ ან ამას იქით_ 
სიყალბით? 
სიმართლით? 
კვეხნით თუ ლიქნით? 
მიწაზე თუ ვეგდე- 
ვგებოდი ზეზე, 
წვიმა მასველებდა_ 
ვშრებოდი მზეზე 
და ჩემს წილ სიხარულს 
მე თვითონ ვქმნიდი, 
ვღელავდი 
და მაინც ვრჩებოდი მშვიდი, 
მიჭირდა,არავის არ ვთხოვდი შველას, 
საკუთარ სახელით ვნათლავდი ყველას, 
ვეძებდი...ვკარგავდი... 
ვიბრძოდი მაინც, 
ველტვოდი მზესა და 
ველტვოდი მაისს... 
ჰა,ეს ვარ,რაცა ვარ, 
კარგი თუ ცუდი, 
მე მაინც მახურავს ნამუსის ქუდი... 
ჰა,ჩემი ცხოვრება ცხოვრება თუა_ 
ვკიდივარ ცასა და ქვეყანას შუა, 
და მაინც,ეს ტვირთი_დიდი და მძიმე, 
სულ მუდამ მიტოვებს 
რაღაცის იმედს. 
ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 876 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]