.

მთავარი » 2013 » იანვარი » 12 » გულო ჩემო ნ.კოლხი
00:08
გულო ჩემო ნ.კოლხი

ხან მძვინვარე ხარ,როგორც დემონი,
ხან უნაზესი,როგორც ფერია,
ბევრჯერ გიჭირდა,მაგრამ არასდროს,
არასდროს ყალბად არ გიძგერია;
იყავ ღარიბი და უპოვარი,
მაინც მდიდარი და ხელგაშლილი,
ხან ეჭვიანი,როგორც ჰამლეტი,
ხან გულუბრყვილო, თოთო ბავშვივით.
ბევრჯერ გაგთელა ცხოვრებამ თუმცა
და ახლაც დიდი გაწევს სიმძიმე,
არ გიფიქრია გაქცევა სულაც,
იმედი სადღაც მაინც ციმციმებს;
და ეძებ სიტყვას...და ეძებ საქმეს
და ესძიება გიყვარს და გართობს
თუმცა მრავალი გყავს მეგობარი,
მაინც მარტო ხარ და გიჭირს მარტოს;
ხან მძვინვარე ხარ,როგორც დემონი,
ხან უნაზესი,როგორც ფერია
და მაინც გმადლობ, გულო,რადგანაც
არც ერთხელ ყალბად არ გიძგერია.

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 912 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]