.

მთავარი » 2013 » იანვარი » 7 » გულის საოხად ნ.კოლხი
15:12
გულის საოხად ნ.კოლხი

გულის საოხად, 
სულის შვებად წარმოვთქვამ ლექსებს, 
წარმოვთქვამ ლექსებს და 
ყუჩდება წამით ყოველი, 
მე სხვა დიდება არასოდეს 
არ მიძებნია_ 
და არც მოველი. 

უთქვამთ ჩემამდე: 
,,ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს”, 
მეც ჩემს სატკივარს 
მხოლოდ ასე ვესალბუნები, 
მწამს,ერთი დღეც კი, 
ულექსობით დაღამებული_ 
შეცდომაა დედა ბუნების, 

უფალო, 
ოღონდ მომანიჭე ძალა ჭირთათქმის, 
ლექსის ხანჯალი გამიტარე 
გულში ტარამდე, 
მე სხვა დიდება არც მიძებნია, 
არც ვარ მთხოვნელი, 
ასე,ლექსებით,მიმაცილი 
კუბოს კარამდე! 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 881 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]