.

მთავარი » 2013 » იანვარი » 5 » გამთენიისას
14:19
გამთენიისას

გარეთ ღამეა და უჩვეულო სიჩუმე არის, 
მთვარეს სიჩუმე არ სიამოვნებს და გვერძე გადის, 
ეს ვარსკვლავები კი უცბათ ქრება, მზეს ვერ ესწრება, 
ეხლა თენდება და ამ სამყაროს ფერი ეცვლება. 
მზის ამოსვლა და გათენება ყველას ეხება 
ის რომ ამოდის, ამ ცხოვრებას ფასი ედება, 
ვერავინ ამჩნევს თუ როგორ ქრება სიჩუმე ღამის, 
გამთენიისას შენი დანახვაც ლამაზი არის. 
და არა მარტო გამთენიისას მე მეძალება ოცნება ჩემი, 
სადღაც შუადღეს მე მესარჩლება ნაზი, მნათობი თვალები შენი, 
საღამოთი კი ჩემს გულს ედება მწუხარება და უიმედობა, 
გამთენიისას მზე მეხმარება, რომ დავამარცხო ღამის შეხება.




(დამმატებელმა არ მიუთითა სახელი გვარი ან ნიკი)
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 977 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]