.

მთავარი » 2013 » იანვარი » 4 » გალაკტიონი ( ნ .კოლხი)
16:06
გალაკტიონი ( ნ .კოლხი)

,,მთაწმინდაზე რა გინდოდა გალაკტიონ, 
განა ჩვენი საფიჩხია არ გერჩია? 
ქუთაისი უშენობას ახლაც გლოვობს, 
წახვედი და არც გიკითხავს რა დღეშია”. 
(მეგობრის ლექსიდან) 


ჩემო კარგო,მომაგონდა შენი ლექსი: 
გალაკტიონს მთაწმინდისთვის ვერ იმეტებ, 
მაპატიე,თუ შევიქენ კადნიერი, 
ლექსად თქმული ეს სიტყვები შემოგბედე: 

_საფიჩხია დაიტევდა გალაკტიონს?! 
მის ფართო მხრებს მთაწმინდაც კი ევიწროვა, 
მისთვის თავად დედამიწაც ვიწრო იყო, 
ამიტომაც ,თურმე უფალს ფრთები სთხოვა. 

კაცი იყო,მაგრამ ღმერთთან საუბრობდა, 
შუქი იყო_შავმა ნისლმა ვერ დაბინდა... 
განა მოკვდა?_ფრთა გაშალა ანგელოსმა, 
უკვდავების საუფლოში გადაფრინდა. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1145 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]