.

მთავარი » 2013 » იანვარი » 10 » ერთხელაც... ნ.კოლხი
21:40
ერთხელაც... ნ.კოლხი


სადღაც მწვერვალებზე ჩამოთოვა, 
ჭკნება ყვავილი დაზაფრული, 
რა უცებ მოვიდა შემოდგომა, 
რა უცებ გავიდა გაზაფხული; 
კვდებიან გრძნობები ჩაკირულნი, 
აშკარაა თუ ნამალია, 
ზოგჯერ მოთმინება სიკვდილია, 
ზოგჯერ მოთმინებაც წამალია; 
ოდესმე უსაშველოდ დაღამდება, 
ბინდი ჩამოწვება გარინდების, 
ერთხელაც ფოთოლივით მოვწყდები და 
უსასრულობაში გავფრინდები. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 905 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]