.

მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » ერთი სიცოცხლე ნ.კოლხი
13:23
ერთი სიცოცხლე ნ.კოლხი

იგი მოვიდა ჩუმად,სულ ჩუმად 
და ბედისწერას მალავდა სულში, 
მოვიდა,მოჰყვა დიდი სინათლე 
და მოჰყვა ჩრდილი_მძიმე და ქუში; 

ცხოვრობდა მერე და ამ სინათლით 
ასუფთავებდა ყველაფერს ქვეყნად 
და სულში,როგორც ყრუ ხეობაში 
თოვლივით ეწვა ქათქათა სევდა. 

წავიდა ისე,რომარც იცოდა, 
თუკი ვინმესი დატოვა კვალი, 
არ უთხოვია არც ლუკმაპური, 
არ უთხოვია არც ჭიქა წყალი; 

წავიდა ისე,როგორც მოვიდა_ 
ქურდივით ჩუმად და უხერხულად, 
და სულში,როგორც ყრუ ხეობაში, 
ეწვა ზამთარი,ვით ბამბის ქულა. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 850 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]