.

მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » დამესიზმრო იქნება ნ.კოლხი
19:00
დამესიზმრო იქნება ნ.კოლხი

ფიანდაზად გავეგები ღამეს_ 
დამესიზმრო იქნება, 
მოგაგებებ მზით ავსებულ თვალებს, 
თუ სიზმარმა ინება. 
ცრემლად დავძრავ სულის უხმო კივილს_ 
გადმოგაყრი მარგალიტის მძივებად, 
უშენობის უკურნებელ ტკივილს 
მოვერიო იქნება; 
ჰო...შენს სიკვდილს მე დუელში ვიწვევ, 
გავამარცხო თუკი ღმერთმა ინება, 
მოდი მაშინ, 
სიზმრად მოდი,ისევ, 
შენებურად მომეფერო,იქნება! 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 927 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]