.

მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » ...და ვტოვებ წარსულს
21:47
...და ვტოვებ წარსულს

წარსულზე ფიქრი სიკვდილს მაგონებს, 
მერმისზე ფიქრი იმედით მავსებს, 
ვიცი,სიზიფის ლოდს მივაგორებ, 
მაინც რწმენით ვარ ყელამდე სავსე; 

ვგრძნობ,ჩემში რაღაც არის წარმართის, 
მზესა და მთვარეს თაყვანს რომ სცემდა, 
მივალ,მიმყვება ხან მღვრიე მარტი, 
ხან შემოდგომის უძირო სევდა. 

ჩუმად შემოდის ჩემში სამყარო, 
თან დამაქვს,როგორც კასრი_ დიოგენს... 
და,სხვა რა გზა გაქვს,გულო,საწყალო, 
შენ ეს სამყარო უნდა გტკიოდეს. 

უნდა გტკიოდეს და გიბიძგებდეს 
სიცოცხლისაკენ,ყოველთვის,მუდამ, 
დილა ფიქრებში გვითენდებოდეს, 
გვიღამდებოდეს ზრუნვაში უნდა; 

აბა,ამ კოშკებს ვინ უდარაჯოს, 
ამ მიწას ვინღა შესწიროს თავი?! 
და ვტოვებ წარსულს,როგორც ყაყაჩოს, 
ბალახთან ერთად რომ მოსთხრის კავი. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 858 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]