.

მთავარი » 2013 » იანვარი » 7 » ჩვენ ისე ვჩქარობთ ნ.კოლხი
15:21
ჩვენ ისე ვჩქარობთ ნ.კოლხი

ჩვენ ისე ვჩქარობთ,თითქოს შავად ვწერთ და 
სტრიქონ-სტრიქონ ვტოვებთ ცხოვრებას, 
ასე გვგონია,მოვასწრებთ ერთ დროს, 
გადათეთრებას,გადასწორებას; 
მაგრამ როდესა ბოლომდე ჩავლთ 
ბრძოლით დარლილნი და დაწრეტილნი, 
აღიმართება უკანასკნელად 
სამარის ლოდი_ 
როგორც წერტილი; 
სისხლით ნაწერი ჩვენი წარსული 
და შეცდომებით სავსე ცხოვრება, 
არარც არავის დაენანება 
და არც არავის ემახსოვრება. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 802 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]