.

მთავარი » 2013 » იანვარი » 3 » ჩემს მოსწავლეებს ნ.კოლხი
13:01
ჩემს მოსწავლეებს ნ.კოლხი

ცხოვრება გვქონდა და გვაქვს საერთო, 
ჩვენ ერთად ვფურცლეთ წიგნის გვერდები, 
თქვენ სულ მიდიხართ,მე კი სულ ვრჩები, 
თქვენ იზრდებით და მე კი ვბერდები. 

ეს მერამდენე დგას სექტემბერი, 
ეს მერამდენედ რეკავენ ზარებს... 
თქვენ გაზაფხულზე გაიფოთლებით, 
მე კი...ჩემს ზამთარს ვინ ამიმწვანებს?! 

თუ ოცნებები უკვალოდ გაქრა, 
თუ იმედებმაც სული დალია, 
თქვენ რა,კარგებო,თქვენ რას გაყვედრით, 
თქვენი კი არა ჩემი ბრალია... 

ჯერ კი მისმინეთ,დამიგდეთ ყური, 
მისმინეთ, სანამ არ არის გვიან, 
ჯერ ჩემს გაკვეთილს არ ვარქმევ სიკვდილს, 
ჯერ ჩემს გაკვეთილს სიცოცხლე ჰქვია. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 918 | დაამატა: | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]