.

მთავარი » 2013 » იანვარი » 3 » ჩემი ტკივილი ნ.კოლხი
12:37
ჩემი ტკივილი ნ.კოლხი

შენ ტკივილი ხარ,შენა ხარ განცდა 
უზარმაზარი და ქვეყნის ტოლი, 
ბოლომდე შემრჩი,ვით რჩება კაცთან, 
მახინჯი,მაგრამ ერთგული ცოლი. 

შენ ტკივილი ხარ და საოცრება, 
შენით ბოლომდე სავსეა თასი, 
შენით ვისწავლე ასე ოცნება, 
განშორების და შეხვედრის ფასი. 

მე შენ ყოველთვის განგებ გკარგავდი, 
რომ მომეძებნე ისევ თავიდან, 
საშენო პერანგს ცრემლით ვქარგავდი, 
ამასობაში ჭლებიც გავიდა. 

არ ვნანობ მაინც...მე ჩემი წილი 
ვტკეპნე მიწა და ვზილე ტალახი, 
ჩემს სადარდებელს თუ ლექსად ვწერდი, 
მე ვწერდი მხოლოდ შენი კარნახით. 

შენით ავმაღლდი და გავიზარდე, 
რადგან ტკივილით იზრდება სული, 
მაგრამ... ყველაფერს,გვიან თუ ადრე, 
აქვს დასაბამი და დასასრული. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 974 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]