.

მთავარი » 2013 » იანვარი » 9 » ჩემი სათქმელი ნ.კოლხი
18:51
ჩემი სათქმელი ნ.კოლხი

ჩემი სათქმელი,ვიცი,ჩემია 
და ეს ტკივილიც ჩემია მხოლოდ, 
ვერ მოვერიე მაინც ვერასდროს, 
ვეღარ მოვაბი თავი და ბოლო; 

მე უკვდავება არ მინატრია, 
მსურდა სიცოცხლის ქების მოსწრება, 
უსიტყვოდ გაქრა ბევრი სურვილი, 
უკვალოდ გაქრა ბევრი ოცნება. 

დავრჩი მიწაზე ჯაჭვით მიბმული, 
ტანზე მორჩილის ჯვალო მაცვია 
და დამსხვრეული ფრთების ფათქუნით, 
ვქმნი ცად აფრენის იმიტაციას. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1010 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]