.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 22 » თვალი სიყვარულს ითხოვს
20:58
თვალი სიყვარულს ითხოვს

თვალი სიყვარულს ითხოვს,
ცრემლი დასტირის წლებს,
სულს დაუზამთრდა ,გული,
ისევ ალერსით ძგერს.
მოგვეალერსა ფიქრი,
გამოგვყვა სადღაც შორს,
დაგვზამთრებია თმებშიც
ოხ, რა ლამაზად თოვს,
მომძალებია სევდა,
ვეღარ ვიკავებ ცრემლს,
გულს ხომ სიბერე ვერ კლავს,
ისევ ლამაზად ძგერს,
ისევ ღიმილით მათრობ,
ოხ! რა ლამაზად თოვს,
შემოგვძარცვია წლები,
აღარ მიგონებს დრო.
ლამაზ ახალწელს ველი,
ბუხართან გრძნობა დუღს,
განვლილი წლების სითბო
ელაქუცება გულს.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 968 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]