პარასკევი, 22.11.2024, 00:06
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
22:01 თუ არ გამიწყრება მამა ღმერთი | |
თუ არ გამიწყრება მამა ღმერთი მუზა თუ არა მკრავს ხელს, თუკი შუაღამეს მკლავებ გაშლილ მთვარეს დავინახავ მე, მთვრალი კაცივით რომ დაეთრევა, ცის გუმბათს ბარბაცით რომ ცვეთს, თუკი თვალს მივაწვდენ იანვარში გადაშროშანებულ მთებს, თეთრი ქალწულივით ამაყ მწვერვალს, თოვლი ზღაპრულად რომ დევს... თუკი გაზაფხულზე ვაზის ცრემლი თმებზე დამეღვრება მე, ახლად ამოხეთქილ კვირტებზე ხომ მზე სხივთ ნაწნავებად გრეხს... თუკი ნაკადული დახატული რაკრაკით ჩამივლის გვერდს, თუკი მზიანეთში ურცხვად აჭრილ ტოროლას ავაწვდენ ხელს, თუკი გავიგონებ ჭერმის ხითხითს შეხეთ, ამ ნებიერ ხეს, ვიცი, ატმის კვირტთა ნაგუბარში აპრილი დამახრჩობს მე... თუკი გავბრუვდები ჩემი ნაბოდვარით, მუზა თუ არა მკრავს ხელს, მაშინ გამოვტყდები ძალზედ მოკრძალებით, რომ სიტყვის ლოთი ვარ მე! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |