.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 5 » ცხოვრება ყველასთვის ნაბოძები საჩუქარია ''წაიკითხეთ''
00:43
ცხოვრება ყველასთვის ნაბოძები საჩუქარია ''წაიკითხეთ''


ცხოვრება ყველასთვის ნაბოძები საჩუქარია, რომლის წარმართვაც თითოეულ ადამიანს თავისი ნების და შესაძლებლობების მიხედვით უხდება. ეს არის დიდი თეატრი რომლის სცენარისტი უფალია ხოლო რეჟისორები კი ჩვენ ვართ თავად...ჩვენ ვწყვიტავთ რა როლს ვთამაშობთ ან ვის ვათამაშებთ ამ დადგმაში. ვის რა ადგილი უკავია, რომელია პირველხარისხოვანი და რომელი მეორეხარისცოვანი როლის შემსრულებელი. არჩევანი მუდამ გვაქვს და სწორედ ამ არჩევანის შედეგზეა დამოკიდებული თვით ცხოვრების პასუხი. ამიტომაც არის რომ არასწორ გადაწყვეტილებას ტკივილი და სევდა მოქვს ოლო სიხარული და ბედნიერება მართებული ნაბიჯის საზღაურია. ეს საუბარი იმიტომ დავიწყე რომ მოძღვართან საუბარმა მომცა ინსპირაცია დამეწერა და შემექმა ისეთი სიახლე რომელიც ყველას გვეხება და თუ ღმად არ ჩააღწევს,თქვენი გულის ნაპირს მაინც გასცვდება.


მართალია ყველას ცხოვრება ინდივიდუალური, განსხვავებულია .ყველა ხომ სხვადასხვა ბილიკს მიუყვება თუმცა ფაქტი ერთია, ყველასთვის არსებობს ის საერთო გრძნობები რასავ სიყვარული,მეგობრობა, ერთგულება,რწმენა,სინდისი, სიკეთე,ბოროტება,სიამოვნება,ტკივილი,მონატრება,ღალატი ჰქვია. თითოეული ჩვენთაგანი სრულიად თანაბარი და აბსოლიტური სიყვარულით ვუყვარვართ უფლას და ისიც ფაქტია რომ აბსოლიტურად ყველა ბილიკს ბოლოს მაინც ერთი დასასრული აქვს...შესაბამისად ყველანი ხომ ერთი დასასრულისენ მივდივართ.
ამიტომაცაა რომ სტატუსებში ყველა ჩვენ თავს ვხედავთ, ყველას გვგონია რომ სწორედ ჩვენზეა დაწერილი. პირველი სიყვარულის ისტორია ერთმანეთისას ჰგავს, გვიგავს შეგრძნებები,განცდები. თინეიჯერობის პერიოდი."ბავშვური პრობლემები". ერთი სიმღერა ძალიან ბევრ ჩვენგან უჩუყებს გულს და გადაიყვანს ფიქრებში. ამიტომაც ერთმანეთის გამოცდილება გვადგება. ეხლა წარმოგიდგენთ ცხოვრებისეულ ფოტოებსა და სტატუსებს რომელიც ყვცელას გვაერთიანებს და ყევალს გვეხება

დიახ.მე ბევრ შეცდომებს უშევბ. ცხოვრება ,სამწუხაროდ ინსტრუქციის გარეშეა.


ორი რამ ყოველთვის დარჩება ყველას გულში: წუთი, რომელიც გინდოდა რომ არასოდეს დასრულებულიყო და წუთი, რომელიც გინდოდა, რომ არასოდეს დაწყებულიყო...


ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება 
– ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი. 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული
ხართ; 25–ისას იმიტომ, რომ მომავალი გაშინებთ; 35 წლისას იმიტომ, რომ ბევს მუშაობთ; 
55 წლისას იმიტომ, რომ შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ, რომ წარსულის
მოგონებები გტანჯავთ. 75 წლისას კი იმიტომ, რომ კიბო გაქვთ, თან მეტასტაზებით.


დიახ,მეც ჩამიხედავს სარკეში და არ მომწონებია საკუთარი თავი! დაიხ მეც მიფიქრია რომ ზედმეტად დიდი გვერდები მაქვს! დიახ მეც მიფიქრია რომ ცხვირი სრულიად არაპროპორციულად არის სახეზეე მოთავსებული,რომ ჩემი თვალები სულაც არ არის ლამაზი ფერის! რომ მე არ მაქვს გრძელი ფეხები ან ძალიან ვიწრო წელი! მაგრამ მერე დამიხუჭავს თვალები და გამხესენებია ერთი ადამიანის სიტყვები "შენ ჩემთვის ხარ სრულყოფილი! მე შენ მიყვარხარ" ხოდა მაშინვე მთელი გულით გადამიხდია უფლისთვის მადლობა რომ ისეთი გამაჩინა როგორიც ვარ....


მე მეღიმება ყოველთვის როდესაც მას გამახსენებენ, მე მეღიმება ყოველთვის როდესაც პირველი სიყვარულის კვალი გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში.იმიტომ რომ ის კვლავ თამაშობს დამალობანას გულში და ათასში ერთხელ დამარტყამს ხოლმე გულის ეპიცენტრში "სტუკას" ძახილით.


არაფორი ყოფილა ზედმეტი,არაფერი ყოფილა ჩვენს შორის ზედმეტად ახლო მაგრამ იყო იმდენად განსაკუთრებული და ღრმა რო ჯერ კიდე ამ მოგონებების აღმოფხვრის უშედეგო მცდელობას ვეწევი.


რატო არ ხარ თამამი და ამაყი ჩემს წინაშე? შენც რატომ აპარებ მზერას, ჩუმად?რატომ გიკრთის ხმა ჩემთან საუბრისას?? რატომ მერიდები ასე უღმერთოდ? და მაინც რატომ ვგრძნობ შენი მხრიდან კრძალვას და მოწიწებას? განსაკუთრებულ ღურადღებას ამ უყურადღებობის მიღმა??



მე დაჩემი საუკეთესო მეგობარი(საუბარი მაშინ როდესაც გიმსენენ)
-ხო აი ის გახსოვს?
-კი გოგო აბა რა,შენ ის?
-კი მეც მანდ არ ვიყავი?
-აი ხო იცი იმან იმას ის უთხრა და მერე მე შემომხედა. ისე იყო როგორც ვფიქრობდით
-ხოდა მერე ბოლოს რა გითხრა?
-მ !-ინდა ი!-ცოდე ყ!-ოველთვის ვ!-იქნებითო ა!-სეთი რ!-ამეებში ხ!-ოდა ა!-რღირს რ!-ეაგირება ო!

მე და ჩემს დაქალს ერთდაიგივე წამს მოგვდის სრულიად იდენტური აზრები!

მე ვუყვები საუკეთესო მეგობარს სასაცილო ამბავს, ჩვენ ვიცინით ძალიან დიდხანს. "ვსო გვეყო" დავიყენეთ სერიოზული "სიფათი" და მეორე წამს უფრო გულიანად დავიწყეთ სიცილი


მე არ მივწერ! მე გოგო ვარ! მე არ გადავდგამ პირველ ნაბიჯს...მე გოგო ვარ! მე არ ვაჩვენებ რო მომწონს მე ამაყი ვარ! არ ვეტყვი რომ მეც მიყვარს მე ამაყი ვარ! მერე რა თუ ის ჩემგან წავა? მერე რა თუ სხვა შეუყვარდება, მე არ ვიტირებ იმიტომ რომ მე...ა..მა..ყი ვარ...



მეც მითქვამს ტყუილი დედისთვის, მეც გავწითლებულვარ მის წინაშე, მეც მიცდია დავსხლტომოდი ხელიდან და გამეცურებიმნა ის იმიტომ რომ ვიყავი პატარა და უტვინო...თუმცა ყოველი ამ მცდელობის შემდეგ ვხვდებოდი დედის ღიმილს იმიტომ რომ სიმართლე იცოდა. საყვედურით სავსე თვალებს იმიტომ რომ მოვატყუე, თბლის სიტყვებს იმიტომ რომ მზად იყო ეპატიებინა და რჩევას იმიტომ რომ მან უკვე იცოდა გამოსავალი...


ყველას აგვიწევია ხელი კანკალით იმ იმედით რომ მასწავლებელი ჩვენ არ გვკითხავდა, ყველას გაგვივლია გონებაში "ოღოდ მე არა" "ოღონდ ეხლა გადავრჩე"


მეც ვიცი რომ არ შეიძლება ჭორაობა, მეც ვიცი რომ არ უნდა თქვა სხვაზე ცუდი...მაგრამ მეც გამიკეთებია ასეთი საშინელი რამ. გამიღიმია სხვისთვის პირში და მითქვამს მასზე ცუდი..არა იმიტომ რომ გულში ბოროტი მედო,არამედ იმიტომ რომ ეს უაზრო სიტუაციამ მაიძულა ასე წამომეროშა! მერე კი მეყო ძალა აღმომეჩინა ჩემს თავში ეს შეცდომა და აღმომეფხვრა იგი!


ჭეშმარიტი სიმდიდრე ქონების სიდიდე კი არ არის,არამედ მისი გონიერი მოხმარებაა.


გულმშვიდად მოსმენა საყვედურისა იმის თვისებაა,ვინც ხშირად ღირსი ყოფილა ქების


მე მითხოვია პატიება, და მიპატიებია სხვისთვის...მაგრამ მე ვერასდროს ვაპატიებ სხვას იმას რასაც თვითონ არაასდროს ჩავიდენდი


იყო დრო როცა მე მთხოვდნენ შველას, მე დავეხმარე...მერე დაივიწყეს ეს და მე ეს მეწყინა.იყო პერიოდი როცა ცრემლით დამხრჩვალი უფალს ვთხოვდი შველას,როცა მის გარდა არავინ მყავდა, როცა იმედი მისი მქონდა მხოლოდ...და მან მიშველა გადამარჩინა. გავიდა დრო და მე ეს დამავიწყდა...მას არაფერი დავიწყებია თუმცა არც არასდროს უთქვამს საყვედური...


.–ეს ვისიი ნაკვალევია უფალო?
–ეს შენს მიერ განვლილი ცხოვრების გზაა შვილო ჩემო..
–კი მაგრამ მეორე ნაკვალევი ვიღასია?
–ეგ ჩემი ნაკვალევია,მე ხომ მთელი ცხოვრების მანძლზე შენთან ვიყავი.
–და მაინც მიგიტოვებივარ უფალო,ზოგჯერ სილას მარტო მიუყვება კვალიი
–შენ ცდები შვილო ჩემო!! მარტო მიმავალი კვალი ჩემია,,შენი ცხოვრების უმძმეს წუთებში ხელში აყვანილი რომ დამყავდიი..



ამ სტატუსებიდან რა თქმა უნდა ყველა არა მაგრამ ძალიან ბევრია ჩემი დაწერილი და იმედია მოგეწონებათ...ეხლა კი რამდენიმე ცხოვრებისეული რჩევა დალაი ლამასგან.

როდესაც რაიმე შესაძლებლობას დაკარგავ, ეცადე მიღებული გაკვეთილიც არ დაკარგო.

გახსოვდეს, რომ იმის არ მიღება, რაც ასე ძალიან გსურს, ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ იღბლიანი ხარ.

კარგად შეისწავლე წესები და მათი დარღვევის საუკეთესო და უმტკივნეულო გზებიც კარგად გეცოდინება.

პატივი ეცი საკუთარ თავს, პატივი ეცი სხვა ადამიანებს და იგრძენი რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი შენს მოქმედებაზე.

ყოველთვის გახსოვდეს, დუმილი ზოგჯერ საუკეთესო პასუხია.

განსაჯე შენი წარმატება შემდეგი პრინციპით : ‘რა გაიღე იმისათვის, რომ ამისთვის მიგეღწია?’

. იყავი მადლიერი.


თუ მოგეწონათ და შევძელი გავაგრძელებ...თუ რა თქმა უნდა სურვილი გექნებათ.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 976 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]