.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 5 » წვიმის წვეთები მოყვებიან შუშის კედლებზე
19:06
წვიმის წვეთები მოყვებიან შუშის კედლებზე


წვიმის წვეთები მოყვებიან შუშის კედლებზე,
ჩვენს ისტორიას.ამბავს დაკარგულ სიყვარულისა.
როგორც ცრემლები ეშვებიან ტკივილის ზღვიდან
მოზიარენი დაუსაბამო სინანულისა.
იქნებ დავყრუვდე და ამ შვებას შეფარებული
გადავიკარგო, ვიქცე კაცად მე ამ წვიმისა
და აღარავინ და აღარასდროს და არაფერი,
აღარ იქნება მზარებელი ჩემი ხილვისა.
წვეთებს გავყვები მათ იციან ჩემი ამბავი
და მეც მათსავით დავიღვრები დასავიწყებლად,
თურმე ტკივილიც შეიძლება იყოს ტყუილი
მე დავიჯერებ ამ სიშლეგეს შენს სახარებლად.
წვიმის წვეთები მოყვებიან შუშის კედლებზე,
ჩვენს ისტორიას .ამბავს დაკარგულ სიყვარულისა. 
როგორც ცრემლები ეშვებიან ტკივილის ზღვიდან
მოზიარენი დაკარგული სიყვარულისა.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 856 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]