.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » წერთილი,ტირე,მრავალ წერტილი...
17:22
წერთილი,ტირე,მრავალ წერტილი...

წერთილი,ტირე,მრავალ წერტილი...

და მერე ისევ,

ისევ და ისე...

მორზეს ანბანის გადარითმებით

მთელი სამუაროს კუთხე კუნჭულში

ვგზავნი მესიჯებს.

მთრთოლავ თითების უწყვეტ ციკლებით

და ალბად სადმე, ოდესმე, ვინმე,

მე მაქვს იმედი გამითავისებს,

გამიგებს ვინმე

და დამიმტკიცებს

არის სიცოცხლე ამ სამყაროში,

რომ არის ვიღაც ვინც დამანახებს 

რომ ააქვს აზრი ამ ჩემ ცხოვრებას

უსაზღვროების ყრუ შესაკიდზე.

რომ ააქვს ფასი და გამართლება
ჩემი მეობის წერტილს და მძიმეს.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 952 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]