.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » თაფლის თვალები.
16:58
თაფლის თვალები.

ტყვედ ამიყვანეს თაფლის თვალებმა
და ხელ აპყრობილს ბორკილს მადებენ,
კიდევ წუთიც და წარბ შეუხრელად
ცივ მწვერვალიდან გადმომაგდებენ.
გადმოვეშვები კლდიდან უფსკრულში
ჩემი გაჩენის მაგინებელი,
ალტერნატივა არ ააქვს პყრობილს
გინდ იყოს ცათა მავედრებელი.
და ვიფრენ ასე მანამდე სანამ,
ჯოჯოხეთის კარს დავენარცხები,
შეაზანზარებს ბნელთა სამუაროს
ჯერ არ ნახული გულის ნადები.
ყიჟინა დახევს უეცარ დუმილს
და ლუციფერთან გამაქანებენ,
გადიხარხარებს სოფლის თავადი...
და ჩქაუქრობელ ცეცხლზე დამდებენ.
ასე ვიქნები ვიდრე უეცრად,
განერთხებიან ცეცხლის ალები...
მე გამომიხსნის სამოთხის ჩიტი
და მას ექნება თაფლის თვალები.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 861 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]