ოთხშაბათი, 04.12.2024, 11:20
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
15:05 სტატუსები / ბრძენთა სიყვარული! | |
"ადამიანს ყველაზე მეტად აბრაზებს ის, ვისაც ყველაზე მეტად უყვარს!” "კეთილისყოფა, რომელიც ორ არსებას ერთ არსად აქცევს, წარმოშობს ციურ გრძნობას, ისეთივე შეუცნობელსა და ისეთსავე იშვიათს, როგორც ჭეშმარიტი სიყვარულია” – ბალზაკი "სიცოცხლე არის ძილი, ხოლო მისი სიზმარი სიყვარულია. თუ გვყვარებია, მაშინ გვიცოცხლია” – ალფრედ დემიუსიე "არაფერი ისე არ იპყრობს და არბილებს მამაკაცის გულს, როგორც იმის გაფიქრება, რომ ის ვიღაცას უყვარს” – რომენ როლანი "ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ” – ვიქტორ ჰიუგო "თუკი არსებობს სიყვარული ამქვეყნად და ის ჭეშმარიტად არსებობს! – ორი ნაბიჯიღა თუ აშორებს მას სიგიჟესთან” – ციცერონი "სიყვარულს ბევრი წამალი აქვს, მაგრამ არც ერთი კი უებარი არ არის” – ლაროშფუკო "თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია” – ვიქტორ ჰიუგო "სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე – სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები – მარგალიტებად” – სერვანტესი "სიყვარული ილუზიის შვილია და დედა ილუზიის მკვლელისა” – უნამუნო "რა არის სიყვარული? – ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს” – ნაპოლეონი "სიყვარული საზიანოცაა, ერთსა და იმავე დროს მსუბუქიც და რთულიც, სიმსუბუქის წყალობით ის ბადეში გვახვევს, ხოლო სიძნელეებთან ის გვაბრძოლებს” - სენეკა "სიყვარული – ვარსკვლავია, რითაც არკვევს ზღვაოსანი, ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება ბედი მისი” – უილიამშექ სპირი "სიყვარული – აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში – აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი” - მოპასანი "სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა” – ფრ.რიუკერტი "სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე” – სტენდალი "სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი” – ებნერშენბახი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |